ნაყოფია ვაშაძეზე: ჩემი აზრით, ნერვებმა უმტყუნა

ნაყოფია მელიაზე

“ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა”, – ასე ეხმაურება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

“მთავარია, რომ თვითონ ირჯება და დანარჩენი ახლა. ჩვენთვის არ არის ეგ მთავარი საკითხი, რას იძახის გიორგი ვაშაძე. ცდილობს ის რომ ამ სიტუაციიდან უფრო ლამაზად გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა”. – ამბობს ნაყოფია.

გუშინ, 5 მაისს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავარის ეთერში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიას გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი: გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, ეს იყო უღირსი პოლიტიკური “ჟულიკობა”
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ლევან ვასაძეს ვუსმენ ხოლმე, მაინტერესებს და ვერთობი კიდეც