მინაშვილი: გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, ეს იყო უღირსი პოლიტიკური “ჟულიკობა”

“გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, ეს იყო უღირსი პოლიტიკური “ჟულიკობა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის ვაშაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში.

“ბოლო დღეები მესმოდა გიორგი ვაშაძის განცხადებები. გუშინ უკვე მოთმინების ფიალა ამევსო, როდესაც გუშინ მან პირდაპირ მოიტყუა. ეს იყო უღირსი პოლიტიკური “ჯულიკობა” მისი მხრიდან. ჯერ კიდევ პირველივე დღიდან, როდესაც გამჟღავნდა, რა დეტალებზეც მიდიოდა საუბარი დენიელსონის ფორმატში და ეს იყო 30 მარტი. მეორე დღესვე ამ იდეასთან, ამნისტიასთან დაკავშირებით მედიასთან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

გიორგი ვაშაძემ გუშინ, 5 მაისს, განაცხადა: “ნაცმოძრაობას” ერთი ადგილი ეყოს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს

banner
წინა სტატიაშიკორძაია: მელია მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან, რომ არჩევნებზე “ოცნებამ” 43% ვერ მიიღოს
შემდეგი სტატიანაყოფია ვაშაძეზე: ჩემი აზრით, ნერვებმა უმტყუნა