ჯაფარიძე: ლევან ვასაძეს ვუსმენ ხოლმე, მაინტერესებს და ვერთობი კიდეც

“ლევან ვასაძეს ვუსმენ ხოლმე, მაინტერესებს და ვერთობი კიდეც”, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის” თავმჯდმარემ ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ერთია, როდესაც ლევან ვასაძე ზის თავის კაბინეტში და დალაგებული ტექსტით კვაზი ინტელექით რაღაცა წიაღსვლებში მიდის და ადამიანებს ტვინს უწმენდს. მეორეა, როდესაც ქუჩაში გამოდის ხის ჯოხით და ხელზე გადახვეული ქამრით და აჩვენებს, რომ სინამდვილეში ჩვეულებრივი კლოუნია. გასაგებია, რომ საშიშ იდეოლოგიას ავრცელებს.

თუ გაქვთ მოსმენილი, მე მოსმენილი მაქვს მისი რამდენიმე საათიანი გამოსვლები, ჩაიზე რომ დაპატიჟებს ხოლმე ვიღაცებს.

კი, ვუსმენ ხოლმე, მაინტერესებს ხოლმე, ხომ უნდა ვიცოდე?! არ დავმალავ, ვერთობი კიდეც, არ დავმალავ, სასაცილოა. მის გამოსვლებში ერთი ხაზი ცალსახად ეგ არის, რომ ლიბერალური დემოკრატია ცუდია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშინაყოფია ვაშაძეზე: ჩემი აზრით, ნერვებმა უმტყუნა
შემდეგი სტატიამუხრან ბურჭულაძე: დავტოვოთ სახელისუფლებო და ოპოზიციური თაღლითები მარტო