„ნაცმოძრაობის“ წევრების ნახევართან ერთად მარიხუანა მოწეული მაქვს, რამდენიმე სახლში ზრდიდა და, სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს

იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპაკრეფილმა პარტიამ კანაფის თემით გადაწყვიტა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება, – ასე ეხმაურება “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს. “ენმ-ის პოლიტსაბჭოს ნახევართან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ. მათ შორის, იმათთანაც, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვს “მომავალი თაობის გადარჩენას” კანაფისგან. იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად. რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და, სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის. ეგეთი ხალხია – ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მზად არიან, საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან პედოფილის დაძახება აიტანონ, მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და “იბაზრონ” კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე,”- წერს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიამე ზოგჯერ მიკვირს როცა ვუყურებ სხვა კანდიდატებს, როცა ემუქრებიან ჩემს მხარდამჭერებს, რომ დაგიმახსოვრებთ და ნახავთო რასაც ნახავთო