მე ზოგჯერ მიკვირს როცა ვუყურებ სხვა კანდიდატებს, როცა ემუქრებიან ჩემს მხარდამჭერებს, რომ დაგიმახსოვრებთ და ნახავთო რასაც ნახავთო

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსთავში ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრა რუსთავის თეატრში გაიმართა და მას “ქართული ოცნების” ლიდერებიც ესწრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატები მისი მხარდამჭერების მიმართულებით სიძულვილის ენით და მუქარით საუბრობენ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე საარჩევნო პროგრამაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ჩვენ უკვე გადავედით 21-ე საუკუნეში უკვე 18 წელია, მაგრამ რეალურად საქართველო, სახელმწიფო, საზოგადოება, ჯერ არა ვართ მთლიანად შესული ამ 21-ე საუკუნეში, სადღაც გაჩერებული ვართ და ვშიშობთ კიდევაც გადავიდეთ თუ არ გადავიდეთ, რა გველის ამ 21 საუკუნეში, რა გველის ამ გლობალურ მსოფლიოში.

“მე ზოგჯერ მიკვირს როცა ვუყურებ სხვა კანდიდატებს, რომლებზედაც არ მჩვევია საუბარი. ისინი მოდიან ისეთი სიძულვილის ენით, არა მხოლოდ ჩემს მიმართ, მაგრამ დღეს უკვე ყველას მიმართ, როცა ემუქრებიან ჩემს მხარდამჭერებს, რომ დაგიმახსოვრებთ და ნახავთო რასაც ნახავთო. როცა ყოველ გამოსვლაზე, ყოველ შეხვედრაზე ნებისმიერ ქალაქში 2 თუ 3 ადამიანი გარეთ აწყობს დესტაბილიზაციის მოდელირებას, მოდელირება ხომ მათ უყვარდათ. ეს ყველაფერი არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ადამიანები ემზადებიან იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიწყნარე.

“მე იმ ორ სავარძელში, ასე რომ ვთქვათ ფორმალურად, სადაც ვიჯექი ვეცადე და გავაკეთე რაღაც საქმე, როგორც მინისტრი – სამხედრო ბაზების გაყვანა, როგორც პარლამენტარი სწორედ ეს ორმაგ მოქალაქეობის საკითხის ბოლომდე მიყვანა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ წევრების ნახევართან ერთად მარიხუანა მოწეული მაქვს, რამდენიმე სახლში ზრდიდა და, სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს
შემდეგი სტატია„თვალები მქონდა ახვეული… აქედან გადამიყვანეს თავიანთ ბაზაზე, რუსების ბაზაზე” – მაია ოთინაშვილი 11 დღიან ტყვეობას იხსენებს