ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ე.კ დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ე.კ-მ ქ.თბილისში თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით თ.ხ. წააქცია და მისი გაუპატიურება სცადა.

დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ე.კ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რის შემდეგაც თ.ხ.-ს ჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ე.კ 4 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, არაერთგზის), 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშისკრიპალების საქმეზე მეორე ეჭვმიტანილის გვარიც დაასახელეს
შემდეგი სტატია„ნაცმოძრაობის“ წევრების ნახევართან ერთად მარიხუანა მოწეული მაქვს, რამდენიმე სახლში ზრდიდა და, სავარაუდოდ, დღესაც ზრდის კანაფს