“ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტურმა ქვედანაყოფმა კულტურის სფეროს დამსახურებული ადამიანი ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ალაპარაკა, რეალობაში კი ამ ადამიანის ავტორიტეტი დაასამარა

ბიძინა ივანიშვილის, როგორც ფაქტორის მიმართულებით, ოპოზიციაში სპეციალიზაცია ჩამოყალიბდა, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენრის რიგგარეშე სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

“ამ თემაზე მუდმივი ლაპარაკი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ნებისმიერ თემას თან სდევს. “ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტურმა ქვედანაყოფმა ერთ-ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, კულტურის სფეროს დამსახურებული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ გარკვეულ საკითხებზე ალაპარაკა და რეალობაში ამ ადამიანის ავტორიტეტი დაასამარა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისის თვეში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 63,679 მგზავრს მოემსახურა