ნაცმოძრაობის ორივე ფრთას საზოგადოებას ატყუებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს – სოფო კილაძე

„რამდენადაც ვიცი, იყო გაფრთხილება,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ გააკეთა.

სოფო კილაძე შს მინისტრის განცხადებების შემდეგ ოპონენტების მხრიდან გახარიას კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ სისხლიან ღამეს განვითარებულ მოვლენებისას დარღვევებს, გამოძიება დაადგენს.

სოფო კილაძე ოპოზიციას, კონკრეტულად კი “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

მმართველი გუნდის წევრი იზიარებს შს მინისტრის შეფასებას, რომ ნიკა მელიას ადვოკატის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს მელია აქციის მონაწილეების დამშვიდებას, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.

„მე მაქვს ისეთი განცდა, რომ ვინც საზოგადოებას ატყუებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს, ეს არის ნაცმოძრაობის ორივე ფრთა. მე რამდენადაც ვიცი, იყო ეს გაფრთხილება, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო ჯამში, გვეცოდინება ჩვენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რეალურად რა მოხდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიციას რომ საზოგადოება შეცდომაში შეყავს, ყოველ შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობაზე ვამბობ, ეს ცალსახაა, არაერთხელ ყოფილა ასე და გუშინდელი ბატონი მელიას შემთხვევაშიც, ჩემი აზრით, ვნახეთ, რომ რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო აჩვენეს, არადა მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ცალსახად ბატონი მელია პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა და პირდაპირ ძალადობდა იქ ადამიანებზე,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა: „ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“
შემდეგი სტატიამაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი, ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს