„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა საპატიმროებში აქციის დროს დაკავებულებს მოინახულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა საპატიმროებში აქციის დროს დაკავებულებს მოინახულებს. „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ციხეში 20 ივნისის ღამით დაკავებულებთან შევა. ბოკუჩავა ვიზიტს „მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილესთან, გიორგი რურუასთანაც გეგმავს.

როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მუხტს ვერ შეაჩერებს.

„28 ადამიანია დაკავებული. ნელ-ნელა იქნება სასამართლოები. მე შევდივარ ხვალ 20 ივნისის დაკავებულებთან ასევე გიორგი რურუას სანახავად და პოლიტპატიმრებთან. ვესაუბრე რამდენიმე პოლიტპატიმრის დედას. ისინი არიან ძალიან მხნედ და ძალიან კარგად ესმით რისთვის იბრძვიან მათი შვილები და რისთვის ვიბრძვით ჩვენ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ივანიშვილი საქართველოში არსებულ საპროტესტო მუხტს ვერც დაჭერებით, ვერც წყლის ჭავლითა და ვერაფრით შეაჩერებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშლისას 28 ადამიანი დააკავეს, ხოლო 3 პირი დაშავდა.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას, ის 18 ნოემბერს ბაგებში სახლთან, დააკავეს. შსს-ს განმარტებით ნიკა რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიათბილისში ლიეტუვას საელჩოსთან მამაკაცი დაჭრეს