ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომაზე ფეხზე იდგა

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფოთის საკრებულოს წევრი, დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ ხელისუფლება არაეფექტიანად მუშაობს.

მან საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ხელისუფლების მიმართ პროტესტი, სხდომის განმავლობაში ფეხზე დგომით გამოხატა.

„ეს ხელისუფლება არაეფექტიანად მუშაობს. ქვეყანაში, გნებავთ ჩვენს ქალაქში უამრავი პრობლემაა. მოვუწოდებ მათ, გულთან ახლოს მიიტანონ ქალაქის არაერთი სატკივარი“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთში დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც ექვსი საკითხი განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი 2019 წლის საქმიანობას გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშის განხილვის გარეშე ასრულებს
შემდეგი სტატია“მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული”