„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებისა და პაატა ბურჭულაძის გამაერთიანებელი ერთადერთი ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობის“ აჩრდილია”

საპარლემენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებისა და პაატა ბურჭულაძის პარტიის გამაერთიანებელი ერთადერთი ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობის“ აჩრდილია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ უკავშირდებიან.

როგორც ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ეს პერიოდი, რაც განვლეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მათ იმიჯს სერიოზულად აზიანებს, თუმცა წარმოშობის საფუძველი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ აქვთ.

„ზოგი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან დაიბადა,მაგრამ ამ წიაღში გარკვეული დაპირისპირებების გამო არაკომფორტულად იგრძნო თავი. პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ, ვერაფერს გეტყვით, ლანძღვის და ხმამაღალი განცხადებების გარდა სხვა არაფერი მომისმენია, თუმცა აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზი იგრძნობა. მესიჯი ბევრია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ითვალისწინებს. რაღაც კარგი იდეებიც შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდი მაინც რაღაც ხმამაღალი განცხადებებით ხასიათდება. ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეებს უფრო გვანან, ვიდრე მოწინააღმდეგებს. ამიტომ საარჩევნოდ ხმებს წაართმევენ ან გაიყოფენ. მოკლედ კონგლომერატი რაღაც უცნაურია“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“გამოძიება არ დაწყებულა”- ელისო კილაძემ პროკურატურის შენობა დატოვა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს