“ნაციონალური მოძრაობა”ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ერთობლივი მიმართვის ინიციატიას უერთდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ერთობლივი მიმართვა გააკეთონ.
როგორც “თაიმერს” “ნაციონალური მოძრაობიდან აცნობეს, იგეგმება ამ განცხადების რეზოლუციის ფორმით პარლამენტში შეტანაც.
“ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ ამ განცხდებას, რადგან ესაა ფართო კონსესნუსის საგანი. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაციას. ესაა საკითხი, რომელზეც ჩვენ წლებია ვმუშაობთ და ესაა ქართველი ხალხის დამსახურება და არა დღევანდელი მთავრობის. ესაა ზეპარტიული საკითხი და უფრო მეტიც, ჩვენ არა მხოლოდ ვიზიარებთ და ვუერთდებით ამ განცხადებას, არამედ მას რეზოლუციის ფორმით პარლამენტში შევიტანთ”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლო: ჩრდილოეთ ირლანდიაში კანონი აბორტის შესახებ ადამიანის უფლებებს არღვევს
შემდეგი სტატიატაჯ-მაჰალს ინდუისტებს არ მისცემენ