სასამართლო: ჩრდილოეთ ირლანდიაში კანონი აბორტის შესახებ ადამიანის უფლებებს არღვევს

ბელფასტის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონი აბორტის შესახებ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებს არღვევს.
საქმე იმაშია, რომ ირლანდიაში დღემდე 1967 წელს ბრიტანეთში მიღებული “აქტი აბორტების შესახებ” მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ფეხმძიმობის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, თუკი ქალის სიცოცხლეს საშიშროება ემუქრება, ან არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ მას ფსიქოლოგიური ან სხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიიღოს.

ჩრდილო-ირლანდიის ადამიანის უფლებათა კომისიამ საჩივარი შეიტანა აბორტის შესაძლებლობის შესახებ, თუკი ნაყოფი განუვითარებელია, ან ადგილი აქვს ინცესტის და გაუპატიურების შემთხვავაში ორსულობას.
მოსამართლეების თქმით, ჩრდილოინლანდიური კანონები, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციასთან შეუსაბამობაშია.

გუშინ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებით, აბორტის აკრძალვა არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუკი საქმე სექსუალური სახის კრიმინალს ეხება, ასევე იმ შემთხვევაში, თუკი ნაყოფს ნორმალური განვითარების შანსი არა აქვს.

ჩრდილოეთ ირლანდიისგან განსხვავებით ინგლისის, უელსის და შოტლანდიის ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა დაშვებულია არა უმეტეს 24 კვირის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე შეზღუდვებს აწესებს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა”ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ერთობლივი მიმართვის ინიციატიას უერთდება