”ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას მოითხოვს

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული დაკავებები, ბევრ კითხვას აჩენს.

როგორც სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

“ამ დაკავებამ გაცილებით მეტი კითხვა გააჩინა, რადგან დაკავებულებს ადრე სამართალდამცავებთან ჰქონდათ ურთიერთობა, ეს ვითარება ქმნის ბევრ კითხვას”, – განაცხადა რატიანმა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საკანონმდებლო ინიციატივებიც წარადგინა, რომელსაც “ნაციონალურ მოძრაობა” პარლამენტში უახლოეს მომავალში შეიტანს.

“ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამ მოვლენებს ეხება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი ქვეყანა ბრუნდება 90-იანებში, რომელიც არის რუსეთის 90-იანების მსგავსი, როდესაც რუსეთის ოლიგარქები საზოგადოებას და ოპონენტებს ესაუბრებოდნენ მსგავსი კადრებით და პირადი ცხოვრების შანტაჟით. ჩვენ გვაქვს ინიციატივა – პირადი თავისუფლების ქარტია, რაც გულისხმობს ოთხ მთავარ პრინციპს, პირველი – უნდა გაუქმდეს სუს-ი, რადგან საბოლოოდ გაუქმდეს პოლიტიკური პოლიცია და ზედამხედველობა, ეს არის მნიშვენლოვანი. უნდა გაუქმდეს ”ოდეერის” ინისტიტუტი, მეორე ეხება ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტს, ესეც უნდა შეიცვალოს და რადიკალური რეფორმირება მოხდეს. კანონი უნდა დაეფუძნოს არასამთავრობოების მოთხოვნებს და ინიციატვას, რომელიც უკავშირდება “ეს შენ გეხებას” ინიციატივას. ეს ინიციატივა უკვე არსებობს და ამასთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ რეფორმირება. ასევე არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი და უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავებს გააკონტროლებს. მეოთხე არის სამოქალაქო კონტროლის გამკაცრება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კანონდებლობა, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ ამაზე დაგვთანხმდება უმრავლესობა.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნისა და ადვოკატის დაკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი სტაბილურად მყარდება, რამაც ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს