დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი სტაბილურად მყარდება, რამაც ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ბატონ ბიძინასთან შეხვედრაზე ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი განვიხილეთ“

ლარი სტაბილურად მყარდება, რამაც, შესაბამისად, ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2 %-ით შემცირდა.

როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, სავაჭრო ბრუნვის წახალისებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები.
მისივე თქმით, ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ძალიან აქტიურია.

“შარშან, როდესაც ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, ერთადერთი მიმართულება იყო ევროკავშირი, სადაც სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა. პირველი ორი თვის მაჩვენებლებში ჯამური სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, რისი ძირითადი მიზეზია ის შესწორება, რომელიც ჩვენს საგადასახდელო ბალანსში კიდევ მიმდინარეობს ანუ ვალუტის დევალვაციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შემოსული იმპორტი, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტი გვაქვს, მცირდება, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ მომავალი თვეებიდან ჩვენ ზრდა გვექნება, მითუმეტეს, ადევნებთ თვალყურს ლარის კურსთან დაკავშირებით, რომ ის სტაბილურად მყარდება და შესაბამისად, ამან ვაჭრობის წახალისება უნდა მოგვცეს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ამ მიმართულებით საპარტნიორო ფონდთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

“პარალელურ რეჟიმში საპარტნიორო ფონდში მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროექტის განხილვის შესაძლებლობა. აღნიშნული ბოლო პერიოდში მთლიან ჭრილში იხილებოდა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

“სტატისტიკის” ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 %-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1133 მლნ. აშშ დოლარი (1 %-ით მეტი).

banner
წინა სტატიაში”ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას მოითხოვს
შემდეგი სტატიათვითმმართველობის წარმომადგენლები ლადო პაპავას კაბინეტში შეცვივდნენ