“ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია გმობს წალკაში, სოფელწინწყაროში, ადგილობრივების პრობლემებისგასაშუქებლად ჩასული ტელეკომპანია “ტვპირველის” ჟურნალისტზე ნინო ელიკაშვილსა დაოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე, გამგებლის ბიძის, გოჩააფრასიძის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას.

რამდენიმე თვის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებსა და ოპერატორს. ასევე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტს. ამავე ტელეკომპანიის კორესპოდენტს დაემუქრა და აშანტაჟებდა ადგილობრივიხელისუფლების წარმომადგენელი.

არსებული ტენდენცია, რაზეც საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც, დასაგამოძიებო უწყებების გულგრილობა, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ მსგავსიძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული.

მოვითხოვთ, სასწრაფოდ აღსრულდეს კანონი თავდამსხმელების მიმართ და დაიწყოსსისხლის სამართლებრივი დევნა.

დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია მედიაზე თავდასხმა. ჟურნალისტებს უნდაჰქონდეთ საკუთარი საქმინობის თავისუფალ
და უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მათშეძლონ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება.”

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიანატო-ს პრესსამსახური იენს სტოლტენებრგისა და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს