“ნაციონალური მოძრაობა“ დე ფაქტოდ დაშლილია – რაქვიაშვილი

პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ დე ფაქტოდ დაშლილია – ბრალდებები, რასაც მხარეები ერთმანეთს უყენებენ, იგივე ხარისხისაა, რასაც ისინი “ქართული ოცნების“ მიმართ ამბობენ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ დეპუტატმა“ სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

რაქვიაშვილის შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულმა დაპირისპირებამ სერიოზული მასშტაბები შეიძინა და “საკვირველი ის არის, ხალხი, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, აქამდე ერთ პარტიაში როგორ არიან.

“საკითხი იმაშია, თუ როგორ გაფორმდება ეს (დაშლა) – გაფორმდება იმდაგვარად, რომ პარტია მართლა დაიშლება და პოლიტიკაში სხვადასხვა პარტია გაჩნდება თუ პარტიას ვიღაც დატოვებს. შიდა არჩევნების შემდეგ პასუხი ამ კითხვას გაეცემა. კონკრეტული მხარე რას აკეთებს და ვის ხვდება, ეს უფრო შიდა რესურსების გადანაწილებას უკავშირდება.

არ მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილი აქამდე “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ჩართული არ იყო. არ მჯერა, რასაც ნიკა მელია ამბობს, რომ მერაბიშვილი ახლა ბრუნდება. მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში მერაბიშვილი სულ ჩართული იყო. არის რეგიონები, სადაც პერსონალურად მას დიდი მხარდაჭერა აქვს და “ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს ამ მხარდაჭერის ხარჯზე იღებდა. არ მგონია, რომ ახლა რაღაც ახლი ხდება – უბრალოდ მერაბიშვილი ამას ღიად აკეთებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია „ოცნების“ მაღალ ჩინოსანი – სუს-ის სპეცოპერაცია ბათუმში
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „ქართული ოცნება“ მერაბიშვილის ნასედკებით არის სავსე“