ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ახალი ძალით – სააკაშვილი შუალედურ არჩევნებს აფასებს

შუალედურ არჩევნებზე ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა ახალი ძალით დაბრუნდა”.

სააკაშვილის განცხადებით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ დღეს ქვეყანაში ორი ძირითადი ძალაა, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება.

„ქართული ოცნება როგორც მოვიდა, ისევე წავა,“ – ასეთი შეფასება აქვს მიხეილ სააკაშვილს.

„ვფიქრობ, ეჭვს აღარ იწვევს უკვე, რომ ნაციონალური მოძრაობა არამხოლოდ არ გამქრალა რადარებიდან, როგორც ვიღაცეები ამას წინასწარ ამბობდნენ, არამედ პირიქით, ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ახალი ძალით. პრაქტიკულად მოხდა სრული პოლარიზაცია, ერთ მხარეს იქნება ნაციონალური მოძრაობის მომავლის გუნდი, მეორე მხარეს იქნება ივანიშვილის დაჯგუფება, რომელიც მთელი ეს 4 წელიწადი არაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რომ სთესავდა სიძულვილს და როგორც მოვიდნენ, ისევე წავლენ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს აერთიანებს, რომ მომავალი არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ”
შემდეგი სტატიახალხის შეშინება შეუძლებელია, ძალადობის მეთოდები არ მუშაობს – მიხეილ საკაშვილი კორცხელის ინციდენტზე