ხალხის შეშინება შეუძლებელია, ძალადობის მეთოდები არ მუშაობს – მიხეილ საკაშვილი კორცხელის ინციდენტზე

„ხალხის შეშინება არის შეუძლებელი“, „ძალადობის მეთოდები არ მუშაობს,“ – ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კორცხელში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, შუალედურ არჩევნებში პირველი გამარჯვება ნასაკირალში დაფიქსირდა, რის გამოც სააკაშვილი გურულებს მადლობას უხდის.

„ნასაკირალიდან დაიწყო ისტორიული შემობრუნება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში.

რაც შეეხება კორცხელს, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არჩევნების დროს რომ არ დაფიქსირებულიყო ძალადობა ამ რეგიონში, არჩევნებს ქართული ოცნება მოიგებდა.

„კორცხელში მოიგებდნენ ეგენი არჩევნებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოხდა ძალადობა, მას შემდეგ რაც ჩაიყვანეს ეს სპორტსმენები და შეურაცხყოფა მიაყენებს მთელს საქართველოს და პირველ რიგში სამეგრელოს, ხალხი გაბრაზდა და მასობრივად მოვიდა არჩევნებზე. ხალხის შეშინება არის შეუძლებელი. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს მეთოდები, რომელსაც ისინი იყენებენ, არის არაერთხელ ნაცადი შევარდნაძის მიერ, ასლან აბაშიძის მიერ, უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ. ამან არ იმუშავა და არ იმუშავებს არც ახლა,“ – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ახალი ძალით – სააკაშვილი შუალედურ არჩევნებს აფასებს
შემდეგი სტატიაპატარა, ჩაბოღმილი, ოლიგარქიული პრო-რუსი ელემენტი – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე