ნაციონალური მოძრაობა და ”ვარდების რევოლუცია” ისტორიაში შევიდა უპრეცედენტო ლიბერალური რეფორმების სახელით

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 1, 2019 13:34

ნაციონალური მოძრაობა და ”ვარდების რევოლუცია” ისტორიაში შევიდა უპრეცედენტო ლიბერალური რეფორმების სახელით

ნაციონალური მოძრაობა და ”ვარდების რევოლუცია” ისტორიაში შევიდა უპრეცედენტო ლიბერალური რეფორმების სახელით, განსაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში და მისი არქიტექტორი იყო მიხეილ სააკაშვილი. ყველა სიკეთე ( არა მხოლოდ რეიტინგებში მოწინავე პოზიციები), რაც კი ქვეყანაში დღემდე შემოგვრჩა, გაჩნდა იმ პერიოდში და ქმნის ქვეყნის მომავალი განვითარების ფუნდამენტურ საფუძველს. ბევრი რამ იმდენად მყარად იყო ნაშენები, რომ გაუძლო ხელისუფლების შეცვლის შემდგომ არაკომპეტენტურობას და პოლიტიკური კურსის რევიზიას.

ცხოვრების ყველა სფეროში გატარებული ლიბერალური რეფორმების წყალობით საქართველო გახდა თანამედროვე ტიპის მიმზიდველი, უსაფრთხო ქვეყანა, მათ შორის ტურისტებისათვის.

დღეს საქართველოში ლიბერალიზმს ათასი ჯურის მტერი გამოუჩნდა, შავრაზმელი ფუნდამენტალისტების, კლერიკალი პოლიტიკოსების თუ ”პატრიოტი” ”ინტელექტუალების” სახით. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის წინა ხელისუფლების მიღწევების გადაფასების მცდელობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის იდეოლგიური პლატფორმის შექმნა.

ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე მის წარსულშია (მიუხედავად შეცდომებისა და ცალკაული დანაშაულობებისა). მოწყდება თავის ლიბერალურ ფესვებს, თავად გაითხრის სამარეს, იმ ღამურად გადაქცეულ თაგვს დაემსგავსება, რომელიც უცხო გახდა როგორც თავისიანებისათვის, ასევე იმათთვის, ვისი მსგავსობაც მოინდომა.

ჩვენ ვაშენებდით და საბოლოოდ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც გამიჯნული იქნება საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მორალური დოქტრინებისგან და რელიგიებისგან. საჯარო ინსტიტუტები და სახელმწიფო კანონმდებლობა არ უნდა ეყრდნობოდეს ინდივიდების პირად მორალს ან რელიგიურ შეხედულებებს. არა აქვს მნიშვნელობა ვინმეს ჯვარი უკეთია როგორც ავგოროზი, როგორც სამკაული, როგორც რწმენის ნიშნი თუ საერთოდ არ უკეთია.

საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან ანცალკევებს სახელმწიფოსა და რელიგიას და უზრუნველყოფს სინდისის თავისუფლებას.

ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ”ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია”. ის იყო და დღემდე რჩება ლიბერალური ორიენტაციის ფართე მოძრაობად და ჯერჯერობით არავის მოუხდენია ამ ფუნდამენტური ღირებულებების რევიზია ( ცვლილება) პარტიის პროგრამაში. სანამ ეს ასეა, ყველა განსხვავებული მოსაზრება აღქმული უნდა იყოს, როგორც კერძო აზრი და არა პარტიის ოფიციალური დოქტრინა – აცხადებს რომან გოცირიძე.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 1, 2019 13:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,640
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics