„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თაობაზე მოთხოვას პარტიის ასობით წევრი უერთდება – ნადირაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილის მოთხოვნას, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თაობაზე, პარტიის კიდევ ასეულობით წევრი უერთდება.

შესაბამისი განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული იდეის მხარდამჭერთა რაოდენობა საათობრივად სულ უფრო იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება.

“მივესალმებით პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლითაც დათანხმდა ჩვენს ინიციატივას. ჩვენს ამ ინიციატივას შემოერთდა საქართველოს პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოთხი დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, სხვადასხვა რეგიონის საკრებულოს 277 დეპუტატი. ახლა ყველა ეს ადამიანი, ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერთან ერთად ველოდებით, რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომ დაინიშნოს არჩევნები და გადავწყვიტოთ, რა ფორმით ჩატარდება ეს არჩევნები”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისივე თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებას ემსახურება.

“ჩვენს მხარდამჭერებს გვინდა ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს “ნაციონალურ მოძრაობა”, რადგან ფორმაში მყოფი ძლიერი და ორგანიზებული “ნაციონალური მოძრაობა” სჭირდება ოლიგარქის დამარცხებას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია თეა წულუკიანის განცხადებაზე – ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის და მისი ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება