ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში, ხერსონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დამარცხებად აფასებს და წერს:

“ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი – ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირპირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა.
ძალიან ვამაყობ ჩვენებით!”

banner
წინა სტატიაშილტოლვილებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა გაუმარტივდეთ – ექსკლუზიური ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თაობაზე მოთხოვას პარტიის ასობით წევრი უერთდება – ნადირაძე