“„ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს უთქვამს, რომ პარტია რეგიონებში მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს არ დააყენებდა”

region
ავტ.: region ივლისი 29, 2020 15:39

“„ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს უთქვამს, რომ პარტია რეგიონებში მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს არ დააყენებდა”

ჩვენს ძალებს აღემატება იმის უზრუნველყოფა, რომ საბოლოოდ ოპოზიცია შეთანხმდეს მაგალითად, თბილისში ყველა ოლქზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ოპოზიციის საერთო საარჩევნო სიაზე საუბრისას განაცხადა.


„არასდროს გაგვიჟღერებია სხვა პოზიცია გარდა იმისა, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს საკუთარ კანდიდატებს. როდესაც კოლეგებმა გამოთქვეს ინტერესი რომ დისკუსიაში შემოსულიყვენენ საერთო კანდიდატების დაყენების თაობაზე, განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კონსულტაციებისთვის და არგუმენტების მოსმენისთვის რატომ იქნება ეს უკეთესი გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, მაგალითად, იმ ოლქებში, რომელსაც ითხოვს „ევროპული საქართველო“, რატომ იქნება უკეთესი მათი და არა “ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატი. აქ პროპორციებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია საარჩევნო შედეგზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, შეგვეწყო ხელი ოპოზიციის ერთობისთვის, მათ შორის, უარი ვთქვით თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოთიშულია პროცესიდან და ორი ოლქი კვლავ დაუკომპლექტებელი რჩება. ვერ დაასახელა ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ოპოზიციის ერთიანობას, მაგრამ ჩვენს ძალებს აღემატება იმის უზრუნველყოფა, რომ საბოლოოდ ოპოზიცია შეთანხმდეს მაგალითად, თბილისში ყველა ოლქზე. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, პროპორციულ არჩევნებში არის მიზანი, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღოს მეტი მანდატი, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. ამ თვალსაზრისით მაჟორიტარი კანდიდატების დამატება/დაყენება რეგიონებში არის ძალიან მნიშვნელოვანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“,
– განაცხადა სამადაშვილმა.

region
ავტ.: region ივლისი 29, 2020 15:39