„მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყო

ბავშვთა ქალაქ „მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ FIFA-ს სტანდარტის მოედანი მოეწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1 184 000 ლარი შეადგინა.

„მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყო. აქ დაიგო FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი. გარდა ამისა, 208 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო ხის კოტეჯი, სადაც განთავსდა გასახდელები და სველი წერტილები; მოეწყო გარე განათება და მოედნის გარშემო – ქვაფენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მოედნის მშენებლობის დასრულება MASTER LEAGUE-ის ახალი სეზონის დაწყებით აღინიშნება.

„თბილისის მერიის მხარდაჭერით, მასტერ ლიგა უკვე მეოთხე წელია იმართება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 35%-ით და რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 74 შეადგინა. აღნიშნული გუნდები სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (MASTER LEAGUE, MASTER LEAGUE-II და MASTER LEAGUE-III). ჩემპიონატი გაიხსნება თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით. სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ ტურნირში ამდენი ახალგაზრდა ჩაერთვება. მეც მზად ვარ, მასში მონაწილეობა მივიღო და მხარი დავუჭირო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსი არესტოვიჩი – 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფები, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, „აზოვის“ ბატალიონს შეუერთდნენ
შემდეგი სტატიათბილისში დამატებით, 23 ელექტროდამტენი დამონტაჟდება