მურმან დუმბაძე: პოლიტიკური ნების შემთხვევაში “გერმანული მოდელის” მისაღებად საჭირო ხმების მოგროვება შეიძლება

ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი-'ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ე.წ გერმანულ მოდელს მხარს დაუჭერს. როგორც საკითხის კომენტირებისას დეპუტატმა აღნიშნა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ე.წ. გერმანული მოდელის მისაღებად საჭირო ხმების მოგროვება შესაძლებელია.
დუმბაძემ მმართველ ძალას 2012 წლის ოქტომბერში გაცემული დაპირება შესახსენა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობას დაპირდა, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლიდა.

„თუ იქნება პოლიტიკური ნება, მინიმუმ 75 ხმის მოგროვება შესაძლებელი იქნება. ვურჩევ ხელისუფლებას, განსაკუთრებით იმ ხელისუფლებას, რომელიც მართავს სახელმწიფოს, რომ მაქსიმალურად შეეცადოს, ისეთი საარჩევნო წესი დაამკვიდროს, რომ ამომრჩეველს ხმების პროპორციული განაწილება შეეძლოს“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ე. წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის მიტაცების სამართლებრივად „გააპრავება“- პეტრე ცისკარიშვილი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე