მუქარა სარალიძეზე – მერიამ შვილმოკლული მამის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა

თბილისის მერიამ ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა. საქმე ეხება სარალიძის მიერ თბილისის მერისთვის მიწერილ წერილზე, რომელშიც სარალიძე კალაძეს აცნობებს, რომ 31 დეკემბრამდე აგრძელებს პარლამენტთან საპროტესტო აქციას და კარვის დადგმის უფლებას ითხოვს. მერიამ კი საპროტესტო აქციისა და პარლამენტთან ნაძვის ხის განთავსების შესახებ განმარტებასთან ერთად, ეს წერილი გაასაჯაროვა, სადაც განმარტების დროს, ჩანს სარალიძის საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი.

სარალიძის უფლებადამცველი ამას კანონდარღვევად აფასებს. მერიაში კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომა იყო.

“ძალიან ბევრი განაცხადი და საჩივარი მაქვს შეტანილი, არაფერზე რეაგირება არ ყოფილა. მაგრამ უცილებლად საჩივარს შევიტან, თუ ესენი არ მოახდენენ რეაგირებას სტრასბურგის სასამართლოს მივმართავ,”-ამბობს ზაზა სარალიძე.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ბოლო დღეების განმავლობაში “ფეისბუქზე” არაერთი მუქარის შეტყობინებას იღებს. ის განცხადებების ავტორების დადგენას პროკურატურისგან ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელოვანია მომხდარზე საგამოძიებო უწყების მხრიდან, რაც შეიძლება დროული რეაგირება იმისთვის, რომ სარალიძის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

banner
წინა სტატიაშიცესკო არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს
შემდეგი სტატია“სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში გახდა განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი,”- თამარ ჩუგოშვილი