მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 კორპუსთან, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, 14-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერი მოაწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო ხეები და დაითესა ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მოიხატა კედლები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 131 806 ლარი დაიხარჯა.

ასევე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.

მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას. მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდება ყველა იმ მისამართზე მცხოვრებ საინიციატივო ჯგუფთან, სადაც რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოეწყობა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

წინა სტატიაშიამერიკამ პირველი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბი დაამტკიცა
შემდეგი სტატიატიკარაძე შიმშილობაზე – მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მყოფები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციას