მწყობრიდან გამოსულია სამონტაჟოების ნაწილი ვიდეო

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მომხდარი ხანძრის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე საუბრობს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ სამონტაჟოების ერთი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან. მისი განცხადებით, სტუდიებში ძლიერი დაკვამლიანებაა. ნოდარ მელაძის თქმით, ხანძარი საკმაოდ ძლიერი იყო.

მისივე განმარტებით, იყო რისკი, რომ “კურიერის” კამერები დამწვარიყო, თუმცა თანამშრომლებმა მოახერხეს ტექნიკა უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ.

როგორც მელაძე აცხადებს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მისი თქმით, “რუსთავი 2-თან” ჯერ საპატრულო პოლიცია, შემდეგ სამაშველო ბრიგადა და სახანძრო მანქანა მივიდნენ.

“რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო, ამ დროისთვის მაუწყებლობა აღდგა. ნოდარ მელაძე ვარაუდობს, რომ იყო ავარიული გამორთვა, თუმცა მაუწყებლობის აღდგენა მალევე მოხდა.

 

banner
წინა სტატიაში“პოროშენკომ თავში ტყვია დაიხალა” – ჟურნალისტების რეაქცია სოციალურ ქსელებში
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო