მწერალთა სახლში, ქართველი თანამედროვე პოეტისა და მწერლის მაკა ფაცურიას რიგით მეოთხე წიგნის ,, უდაბნოთა შინას” პრეზენტაცია გაიმართება

10 მარტს მწერალთა სახლში ქართველი თანამედროვე პოეტისა და მწერლის მაკა ფაცურიას რიგით მეოთხე წიგნის ,, უდაბნოთა შინას” პრეზენტაცია გაიმართება.
ავტორის ახალ კრებულში წარმოდგენილია მის მიერ ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი ლექსები და პოემები: „თბილისი“ და „იბერია“. აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიული პოემები მიუხედავად უამრავი მხატვრული მეტაფორისა თუ ფილოსოფიური დატვირთვის, საოცრად იოლი და სასიამოვნო წასაკითხია სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის, რისი შეფასების საშუალებაც თავად გეძლევათ ახალი კრებულით.
ამჟამად მაკა ფაცურია ცხოვრობს ისრაელის ქალაქ თელავივში. იგი გახლავთ ისრაელის ხელოვანთა კავშირის წევრი. მისი ლექსები გამოქვეყნებულია საქართველოს, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთსა და ინტერნეტ გამოცემაში.
ცნობისთვის, 2007 წელს ისრაელში გამოიცა კომპაქტდისკი (CD), რომელზეც ალექსანდრე პუშკინის, მარინა ცვეტაევას, ბორის პასტერნაკისა და ალეკსანდრ ტვარდოვსკის შემოქმედებასთან ერთად მაკას ლექსებიცაა წარმოდგენილი. 2014 წელს CD singl-ი სიმღერით “Hasta maniana”, რომელიც მაკა ფაცურიას მიერ ათ ენაზე დაწერილ ლექსზე შეიქმნა, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, რისთვისაც ავტორს შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიPolitico: ბაიდენის თანაშემწეებმა განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ფარული ვიზიტის მოწყობის ვარიანტები
შემდეგი სტატიანეაპოლში ბავშვები ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს ბაძავენ