მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – ასე აფასებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იან კელი.

მაიკ პენსი ქვეყანას 31 ივლისს, ორი დღით ესტუმრება და ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს საქართველოში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი იქნება.

“ჯერ კიდევ ვმუშაობთ პროგრამის დეტალებზე, თუმცა ვიზიტის საერთო მიზანია, გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმავე პერიოდში მიმდინარეობს ყველაზე მასშტაბური ორმხრივი წვრთნა “ღირსეული პარტნიორი”. ვიცე პრეზიდენტს სურს, მიყვეს მაისში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს შეერთებულ შტატებში, რომ გაგრძელდეს თეთრ სახლში დაწყებული დისკუსია,” – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებს ეხმაურება
შემდეგი სტატიააფხაზი, რომელმაც მოსკოვში პენსიონერს მილიარდები მოპარა, დააკავეს