დაწერე განცხადება და წადი სახლში! – “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს:
“ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ მე ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და გადადექი იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ითვლის საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს და შენ ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში!” – განაცხადა სამადაშვილმა.