ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს – კობა გვენეტაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე ეროვნულ ბანკს არაერთხელ უსაუბრია

ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებების პასუხად.

გვენეტაძე ამბობს, რომ ის რომ ჭარბვალიანობა პრობლემაა, ამაზე ეროვნულ ბანკს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა.

„ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს. ეროვნული ბანკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფასება ჩვენ არსებულ სიტუაციას ვიღებთ, როგორც მოცემულს და ჩვენი მანდატიდან და მიზნებიდან წარვმართავთ ჩვენს პოლიტიკას.

აქედან გამომდინარე ჩემი პასუხი ამ სიტყვებთან დაკავშირებით სწორედ ამ მხრიდან იქნება მოცემული.

მოგეხსენებათ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მანდატი არის ფინანსური სისტემის სტაბილურობა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერას, ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ფაქტობრივი ანალიზი მივაწოდეთ მათ შორის ჟურნალისტებს“-აცხადებს გვენეტაძე.

მისი თქმით, იმ მანდატიდან გამომდინარე რაც ეროვნულ ბანკს აქვს ჭარბვალიანობის პრობლემა კონტროლს ექვემდებარება, თუმცა გვენეტაძის თქმით, ამ საკითხზე არსებობს ანალიზი და ექცევა ყურადღება.

გუშინდელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის კიდევ ერთი ობიექტი საბანკო სექტორი გახდა.

საქართველოში მოქმედი ორი მთავარი ბანკი “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მოსახლეობის გაღარიბებაში, ყოფილი პრემიერი კი ამ ბანკების ლობირებაში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, კვირიკაშვილმა და ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მას სავალუტო ფონდის კვლევის შედეგები დაუმალეს.

banner
წინა სტატიაშიმთელი ქვეყანა უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა ბიძინამ – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაკალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა – მდინარაძე