მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება და მთავრობის ფორმირების პროცესები სავარაუდოდ მომდევნო კვირისთვის დასრულდება.

“რაც შეეხება მთავრობას, ეს არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა. მამუკა ბახტაძე შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები. სავარაუდოდ, დღეს, ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს, ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი”,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : საპეზიდენტო კანდიდატურაზე მსჯელობისთვის ჯერ დრო არის
შემდეგი სტატიათბილისში ტექნიკის მაღაზია BEKO გაქურდეს