მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება

ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის, აგრეთვე, ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.

პრემიერის თქმით, ანტიდასავლური პროპაგანდის შესაკავებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება, სწორედ, ამ მიზნით განხორციელებული მასშტაბური პროგრამის ნაწილი იქნება, რასაც ევროპელი კოლეგების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ ვქმნით სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურულ ერთეულებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებას. დღეს, უკვე რამდენიმე სამინისტროში არსებობს ასეთი სტრუქტურა. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება მათი მხარდამჭერი ღონისძიებები,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიხაშოგის მკვლელობა: საუდის მემკვიდრე პრინცმა ჟურნალისტს “საშიში ისლამისტი” უწოდა
შემდეგი სტატიაკობა გვენეტაძე – ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს