მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნება

“ოკუპირებულ ტერიტორიებთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გაურკვეველი და ბუნდოვანი ინიციატივა რეალურად ნიშნავს ერგნეთის ბაზრობის აღდგენას.

ერგნეთის ბაზრობა კი არის კონტრაბანდა, აღურიცხავი საქონელი, უკონტროლო ფულის მიმოქცევა და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების ჩანასახში მოკვლა.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნება, რასაც მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება-წერს პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

banner
წინა სტატიაში„ილია-ევროპელი“ – საგანმანათლებლო გამოფენა ტექნიკურ უნივერსიტეტში
შემდეგი სტატიადეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს