დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.

 

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ეს გადაწყვეტილება არის შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნება
შემდეგი სტატიადაურ კოვე: „საუკეთესო მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება“