მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 16, 2018 15:57

მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა

არ უნდა ვიფიქროთ, რომ სამშობლოზე და ხალხზე მარტო ჩვენ შეგვტკივა გული, არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსთვის ჩვენს ხელისუფლებას,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მინდა, ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსთვის ჩვენს ხელისუფლებას.

ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ, მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ძალიან საშიშია.

ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ვერ გავაკონტროლებთ მას.

ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყო გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ საქართველოში და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ, მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყო ნარკომანიით დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი, მადლი მისცეს საქართველოს და ყოველ ადამიანს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას. იმათ არანაკლებად უყვართ, სტკივათ გული“,- განაცხადა ილია მეორემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 16, 2018 15:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics