მთავრობა ყოველთვის განზე იდგა – რომან გოცირიძე

gociridze

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, გადაცემა არჩევანში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკაშირებით ეროვნული ბანკის და მთავრობის მოქმედების გზებზე საუბრობს.

მისი თქმით, მთავრობას მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა ეკონომიკური პრობლემები, როდესაც უკვე გამოუვალი ვითარება იქმნებოდა.

“რეალურად ეროვნული ბანკის ამოცანა არის ფულის მასის რეგულირება გარკვეულ ჩარჩოებში და მას აქვს თავისი ბერკეტები. მაგრამ მთავრობას ან ბანკს პარალელურად რომ გამოეყენებინა სხვა ინსტრუმენტები, ამ შემთხვევაში ლარის კურსზე ზემოქმედება აბსოლუტურად მინიმალური იქნებოდა. ეროვნული ბანკის ქმედება ჩანს მის ბალანსში. რაც შეეხება მთავრობას, მათი მხრიდან არ იყო გადაგმული ნაბიჯები მონეტარული სტაბილიზაციის მისაღწევად. მთავრობა იყო განზე და მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა პრობლემები, როდესაც უკვე გამოუვალი ვითარება იქმნებოდა,” – აღნშნა რომან გოცირიძემ.

https://youtu.be/Bmp0hwVUUOw

banner
წინა სტატიაში“როცა ქადაგიძე მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს”- მეჭიაური სებ-ის პრეზიდენტის შესახებ
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი-რეზერვების ინტერვენცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი