მთავრობა დაჩქარებული წესით მიმართავს პარლამენტს რომ 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას

საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და 12 მაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც მთავრობა იზიარებს. მისივე განცხადებით, დღეს მთავრობა მიმართავს პარლამენტს რომ საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილოს.

„დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დრეს ასევე ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ დარწმუნებული ვარ 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე”
შემდეგი სტატიაპრემიერი ია კერზაიას საქმეზე – მეც მაქვს ინტერესი, რომ ყველაფერი დროულად გაირკვეს, მაგრამ წამზომზე აპელირება შეიძლება სწორი მიდგომა არ იყოს