პრემიერი ია კერზაიას საქმეზე – მეც მაქვს ინტერესი, რომ ყველაფერი დროულად გაირკვეს, მაგრამ წამზომზე აპელირება შეიძლება სწორი მიდგომა არ იყოს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 14:38

პრემიერი ია კერზაიას საქმეზე – მეც მაქვს ინტერესი, რომ ყველაფერი დროულად გაირკვეს, მაგრამ წამზომზე აპელირება შეიძლება სწორი მიდგომა არ იყოს

მეც მაქვს ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად გაირკვეს, რეალურად რა მოხდა, მაგრამ წამზომზე აპელირება შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების წერილს.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ორგანოები ამ საქმის გამოძიების პროცესში პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ.

„ეს არის ადამიანური ტრაგედია და მე კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალი ინტერესია, ამ ტრაგედიის გარშემო თითოეული დეტალი გაირკვეს. ჩვენ, ამავე დროს, მოვისმინეთ განათლების მინისტრის კომენტარი და ის ყოველთვის მზად არის, რომ საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვიცით, რომ პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. მე ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს გამოძიების შედეგების დადგენა არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერ საკითხზე, სადაც მაღალი საჯარო ინტერესია. აქვე მინდა ვთქვა, რომ მეც მაქვს ეს ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა, რეალურად რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ, შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. ჩვენ გვსურს, თითოეული დეტალი და ნიუანსი გაირკვეს, საგამოძიებო ორგანოებმა იციან ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

„რაც შეეხება წერილს, ჩვენ ევროპარლამენტში გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მათი რჩევები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წერილის შინაარსის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ეყრდნობოდა ეუთოს დასკვნას. ამასთან, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ასოცირების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში ევროპარლამენტში უკვე დამტკიცდა წარმატებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც დასაკორექტირებელი გვაქვს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 14:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,754
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics