მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.

“ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – განმარტეს პროკურატურაში.

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვრცელდება.

ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

 

banner
წინა სტატიაში14 მარტიდან მთელ საქართველოში ამინდი უარესდება
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება გრანდ ბასსამში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას გმობს