14 მარტიდან მთელ საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
14 მარტს, დღის ბოლოს, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

15-17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 15 მარტს შესაძლებელია ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.

18– 19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები.

20 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

banner
წინა სტატიაშიდღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას კითხავენ
შემდეგი სტატიამთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო