“მთავარია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიას აქტიურ რეჟიმში დაიწყებს.

კობახიძის თქმით, მთავარია ამომრჩეველთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ რათა მათი პრობლემები იცოდნენ.

“ძალიან აქტიურად ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას. მთავარია ამომრჩეველთან აქტიური კომუნიკაცია.
ყველა უნდა იყოს თავის ამომრჩეველთან ახლოს, რათა მათი პრობლემები დროულად მოვისმინოთ და გადავჭრათ. ამისკენ იქნება მთელი გუნდი მიმართული, რომ მოსახლოების პრობლემები მაქსიმალურად გადავჭრათ””,-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საარჩევნო სიის ფორმირება კვლავ გრძელდება.

“სიის ფორმირება გრძელდება და ალბათ მალე დასრულდება, თუმცა ზუსტად როდის იქნება ახალი სახეების წარდგენა, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს”,-აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – მე დღეს ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა
შემდეგი სტატია“ეს არის გამოცდილი პოლიტიკოსების და ახალი კადრების სინთეზი”