მთავარი საფრთხეა, ხელისუფლება არ ეცადოს ძალაუფლების კონსოლიდაციას საკონსტიტუციო ცვლილებების გზით – ელენე ხოშტარია

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ელენე ხოშტარიას აზრით, საკონსტიტუციო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ უნდა შექმნან ერთგვარი ერთიანი ფრონტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წინააღმდეგობას გაუწევს.

ელენე ხოშტარიას თქმით არსებობს საფრთხე, რომ უმრავლესობა ძალის კონსოლიდაციას შეეცდება საკონსტიტუციო კომისიაში და ოპოზიციამ მათ ამის უფლება არ უნდა მისცეს.

“ჩვენი მთავარი ამოცანა საკონსტიტუციო კომისიაში, ყველა იმ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ ოპოზიციურ ძალებთან, ვისთან ერთადაც უნდა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, არის ის, რომ უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, რომელიც არის ძალიან მახინჯი. მთავარი საფრთხე კი არის ის, რომ ხელისუფლება არ ეცადოს ძალაუფლების კონსოლიდაციას ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გზით. ეს შეიძლება იყო პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმება, ეს არის, ფაქტიურად, ხალხისთვის არჩევანის წართმევა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები ჩვენი ამოცანების მისაღწევად,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ბერკეტი ასევე იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებიც უკვე ძალიან დაინტერესებულები არიან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით.

banner
წინა სტატიაშიმეტი აქტივობა და ნაკლები ხარჯები ცოტა რთულია, თუმცა მოგვიწევს – ვიქტორ დილიძე
შემდეგი სტატიადაგვაყენეს ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე, ან დენი უნდა იყოს გრაფიკით, ან ტარიფი უნდა გაიზარდოს – ზურაბ ჭიაბერაშვილი