მთავარი პროკურატურა გიორგი ინწკირველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი ინწკირველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი.

მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე – დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები