მსოფლიო მედია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების მიზეზებს განიხილავს

მსოფლიო მედია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების მიზეზებს განიხილავს. დაშორების შესახებ განცხადება ჯოლიმ შეიტანა და მასში საუბარია მეუღლესთან შეუთავსებად განსხვავებულ შეხედულებებზე. ადვოკატმაც დაადასტურა, რომ განქორწინების ინიციატივა ჯოლის ეკუთვნის. ის საკუთარ თავზე იღებს ბავშვებზე მეურვეობას, არ მოითხოვს მეუღლის მხარდაჭერას და ბრედ პიტს უფლებას უტოვებს ბავშვები სახლში მოინახულოს.

ამერიკული მედიის ნაწილი დაშორების მიზეზად მარიონ კოტილარდთან ბრედ პიტის რომანს ასახელებს, თუმცა ჰოლივუდის პრესა ამ ვერსიას უარყოფს და ირწმუნება, რომ ჯოლის უკმაყოფილების მიზეზი ალკოჰოლური სასმელებისა და მარიხუანის მიმართ ბრედ პიტის მიდრეკილება გახდა, რაც მისმა მეუღლემ ბავშვებისთვის სახიფათოდ ჩათვალა. ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეული წყვილი ორი წლის წინ დაქორწინდა, თუმცა ისინი 2004 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსმა ზუგდიდის მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნო
შემდეგი სტატიაკომპანია “თელასი” ქვესადგურში “მუხიანი” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს