მშვიდობით ბენზინო! ,,ტოიოტა,, წყალბადზე გადადის!!!

ცნობილი იაპონური ავტო-გიგანტი ,,ტოიოტა,, (Toyota) მსოფლიო ისტორიაში პირველი ავტომწარმოებელი იქნება, ვინც წყალბადზე მომუშავე ავტომობილების სერიულ გამოშვებას იწყებს…

იაპონური მედიის ცნობით, პირველი წყალბადის სედანის ,,Mirai,,-ს გაყიდვები, 2016 წლის დეკემბრიდან იაპონიის შიდა ბაზარზე დაიწყება. 

136 ცხენის ძალის მქონე ელოქტროძრავიან ,,Mirai,,-ს, რომელიც ელექტროქიმიურ ძრავში წყალბადის დაჟანგვის რეაქციით გამოყოფილ ენერგიაზე იმუშავებს,  წყალბადის ავზის ერთი გავსება 650 კილომეტრის გარბენის საშუალებას მისცემს და ამ საწვავის ღირებულება ბენზინზე გაცილებით იაფი იქნება.

გავრცელოებული ინფორმაციით, ამ ავტომობილის საბაზრო ფასი 60 ათას დოლარამდე იქნება, თუმცა იაპონიის ხელისუფლება თითოეულ მყიდველს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის (რომელიც მავნე გამონაბოლქვის ნაცვლად სუფთა წყალს გამოყოფს) შეძენისათვის 17 ათას დოლარამდე სუფსიდიას გამოუყოფს.

აღსანიშნავია, რომ მოკლე ხანებში კიდევ ერთი იაპონური ავტომწარმოებელი Honda აპირებს საკუთარი მომხმარებლების წინაშე წარსდგეს წყალბადის ავტომობილის ,,FCV,, სერიული მოდელით.

 

banner
წინა სტატიაშიასე იცავდა ეროვნულ ინტერესებს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი1992 წელს სოხუმში (VIDEO)
შემდეგი სტატიაროგოზინი: თუ გინდათ, რომ მსხვერპლი მოკავშირე გახდეს, მასზე ორიოდე ატომური ბომბი უნდა დააგდოთ