მშვენიერაძე მოზარდის თვითმკვლელობაზე: ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც

საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:
“ერთი პოლიციელის, ერთი გამომძიებლის დასჯა არ არის საკმარისი. ეს არის ჩვენი სისტემის დამახასიათებელი ქცევა, რასაც ის აკეთებს ყველასთან, ყველა დაკავებულთან, ყველა პოლიციაში მიყვანილ ადამიანთან მიმართებით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც, ხელისუფლების, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში არ ჩაატარა ეს რეფორმა, ამდენი წლის მანძილზე თვალი არ გაუსწორა სინამდვილეს. რომ პოლიციაში ადამიანებს დღესაც აშანტაჟებენ, ემუქრებიან ან ფიზიკურად ძალადობენ მათზე”- აცხადებს მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაშიამ სისტემის დედაც! – მდუმარე აქცია შსს-სთან
შემდეგი სტატიალიკა ივანიშვილი: აზრე მოდით მასწავლებლებო, სკოლების დირექციავ…