ლიკა ივანიშვილი: აზრე მოდით მასწავლებლებო, სკოლების დირექციავ…

არ ვიცი რამდენჯერ დავწერე და წავშალე, აზრებს თავი ძლივს მოვუყარე, იმდენად შემძრა მომხდარმა. სკოლებში არის პრობლემა, არის ბულინგი, არიან არაპროფესიონალი მასწავლებლები. ეს ხდება თბილისშიც და რეგიონებშიც. ფულის გამოძალვის მცდელობა, ბავშვების მიერ ამოჩემებული ბავშვის ბულინგი, მასწავლებლების უსამართლო მიდგომა და არაჰუმანურობა წესად არის ქცეული. მე 13 წლის შვილი მყავს და ისიც გახდა სკოლაში ბულინგის მსხვერპლი, მასწავლებლის უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი, რომელმაც მიიყვანა ჩემი შვილი იმ ზომამდე, რომ ბავშვმა მითხრა თავს მოვიკლავ, მეტს ვეღარ გავუძლებო. უპატივცემულობა გაუჩნდა მასწავლებლების მიმართ როცა შეხედა მის მიკერძოებულ დამოკიდებულებას და ვერც ვამტყუნებ.ვერ მოიშალეს მასწავლებლებმა ბავშვების გამორჩევა და არათანაბარ პირობებში ყოფნა.

მანამ სანამ არ გავხდი იძულებული ისტერიული ტონით მესაუბრა მასწავლებელთან, დირექციასთან, მანდატურთან, ვერ გავხდი მანამ ვერაფერს. როცა არ უყვარს მოსწავლე რატომღაც მასწავლებელს მას ყოველთვის ჩაგრავს…დღემდე მიწევს ფსიქოლოგიური მუშაობა მე ჩემს შვილთან მიღებული სტრესის გამო, იგივენაირი სუბარი, დაყვავება მომიწია ჩემი შვილის კლასელთანაც, რომელსაც ასევე აბულინგებდნენ, სისხლი გამეყინა, როცა მისმა დედამ დამირეკა და მითხრა რომ მისი შვილიც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. შვილებს კანონ მორჩილებას არ ასწავლიან, სკოლაში ფსიქოლოგები არ მუშაობენ მოზარდებთან და ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებიც უგულოდ უყურებენ პრობლემას. ბავშვების წაკინკლავება სრულიად ნორმალურია, მაგრამ როცა ბავშვი ჩამბოზებელს უწოდებს მსხვერპლს იმის გამო, რომ ის ოჯახს მიმართავს, მანდატურს მიმართავს და ამაზე მასწავლებელს რეაქცია ნოლი აქვს ეს უკვე უბედურების წინა პირობაა.
მანამ სანამ არ ვთქვი, რომ უწყებას და ორგანიზაციას არ დავტოვებდი, ყველას და ყველაფერს მივწვდებოდი ჩემი შვილის დასაცავად, მანამ ვერ გავხდი ვერაფერს.
როცა შვილს ვუშვებ სკოლაში, მე იმედიანად უნდა ვიყო, მშვიდად უნდა ვიყო, რომ იქ ჩემს შვილს საფრთხე არ ემუქრება. მასწავლებელმა პატივისცემა უნდა მოიპოვოს, ნდობა დაიმსახუროს მოსწავლისგან და თანაბარ პირობებში უნდა ამყოფოს ყველა ბავშვი. “ჩემებს არა არ დაუწერო” არ უნდა წასჩურჩულოს ერთმა მასწავლებელმა მეორეს, როცა ბავშვები გიყურებენ და როცა ვერაფერს გამოაპარებ მათ.

ამ ქვეყანაში ყველა ვიღაცის ვიღაცაა და ანგარიგშს ვუწევთ ერთმანეთს ადამიანები, მეც ბევრჯერ დავაპირე და მერე გადავიფიქრე ამის დაწერა, მაგრამ ახლა სიჩუმე დანაშაულია.
ახლა ხვდებით ჩემი შვილის მასწავლებლები რაზე ვსაუბრობდი, რაზე მივუთითებდი მე მათ? სამაგალითო იყოს ეს ტრაგედია თქვენთვის. მე დავიცავ ჩემი შვილის სიცოცხლეს და არავის დავინდობ. მშობლებმაც ხმა ამოიღეთ, ნუ მისჩერებიხართ სხვას. სხვა თქვენს სათქმელს არ იტყვის. განათლების სამინისტრო საერთოდ არ ფიქრობს მოზარდებზე და მათ ფსიქიკაზე.
ერთი რამ ცხადზე ცხადია, ყველა მასწავლებელი პედაგოგი არაა. არასდროს მასწავლებლისთვის ლარის ღირებულების არაფერი მიმიცია და არც მივცემ. კიდევ ბევრი რამ მინდა დავწერო და არ შემიძლია, იმდენად ძალა გამოცლილი ვარ.
აზრე მოდით მასწავლებლებო, სკოლების დირექციავ. სწავლაზე საუბარი მესამე ხარისხოვანია, როცა პირველადი პრობლემა სხვა რამ არის.
მე ჩემს შვილს კანონმორჩილებას ვასწავლიდი სულ, ჩვენ მეგობრები ვართ, მე მისი მჯერა და არასდროს არაფერს მიმალავს. ყოველთვის ვეუბნები, რომ ძალადობა ცუდია, მაგრამ როცა სკოლაში იჩაგრება პროტეტის განცდაც მატულობს მასში.
რატომ არის სკოლა დამნაშავე? იმიტომ რომ სახლში არავინ აბულინგებს, სახლში უსამართლოდ არავინ ექცევა.
ნუ დაჩაგრავთ ბავშვებო ერთმანეთს!!!
ყველა ბავშვი გიყვარდეთ მასწავლებლებო ერთნაირად, სხვა შემთხვევაში დატოვეთ სკოლები!!!
გაატარეთ რაიმენაირი კურსები მასწავლებლებს, რომ იცოდნენ როგორ მოიქცნენ!
რამდენი ურემი უნდა გადაბრუნდეს კიდევ რომ გზა გამოჩნდეს?!-წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი ლიკა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმშვენიერაძე მოზარდის თვითმკვლელობაზე: ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა