მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება, – განუცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. კალაძის განცხადებით, ასევე უკანონო მშენებლობებზე, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი, კერძო საკუთრებაზე კი – 20 ათასი ლარი.
“მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტს მხარდაჭერისთვის. ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით მშენებლობებზე. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება. დღეს თუ რამე დარღვევა იკვეთება პირველ ეტაპზე, მათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება აქვთ, განმეორების შემთხვევაში 3000 ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. მომზადებული ცვლილებების მიხედვით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარის ოდენობის. კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო, ჰქონდათ მშენებლობა შეჩერებული, მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას ის დაჯარიმდება 50 ათასი ლარით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაუწყებლის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი დღეს მიიღებს
შემდეგი სტატიასამშენებლო სამუშაოების დროს შრომის უსაფრთხოებაზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება